10 აგვისტოდან ტემპერატურა დაიკლებს | Allnews.Ge

10 აგვისტოდან ტემპერატურა დაიკლებს

მიმდინარე კვირას საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება და ცალკეულ რეგიონებში 40 გრადუსაც მიაღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 8-9 აგვისტოს ტემპერატურა 35-41 გრადუსი იქნება, 10-11 აგვისტოს კი რამდენიმე გრადუსით შემცირდება და 33-38 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხელი დღეებია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც:

"8-9-10 აგვისტოს სანაპირო რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 28-დან 30 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხოლო იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე 32-34 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება. მაღალი ტემპერატურადაახლოებით 35 გრადუსამდე მთიან რაიონებშიც შენარჩუნდება", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა.

მიმდინარე კვირას მაღალი ტემპერატურა თბილისშიც შენარჩუნდება. კერძოდ, 8-9 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო 10-11-ში კი 36 გრადუსამდე დაიკლებს.

როდის დაფიქსირდა ყველაზე ცხელი დღე საქართველოში?

myquiz