07.08.2017 / 11:07
შრიფტის ზომა:

როდის დაფიქსირდა ყველაზე ცხელი დღე საქართველოში?

მიმდინარე კვირას საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიღწევს, თუმცა სინოპტიკოსების ცნობით, წლევანდელი აგვისტო ყველაზე ცხელი არ არის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2006 წელს ქუთაისში, 42 გრადუსი დაფიქსირდა, რაც შეეხება თბილისს, აქ ყველაზე ცხელი დღე 1957 წლის 5 აგვისტო იყო, როდესაც ჰაერის ტემპერატურამ 40,3 გრადუსი შეადგინა.

ჩამოთვლილზე შედარებით მცირე, თუმცა 39,4 გრადუსი 2 000 წელს თელავში, კახეთის რეგიონში იყო, მომდევნო წელს კი ტემპერატურამ 40 გადუსს სამტრედიის მიდამოებში მიაღწია.

10 აგვისტოდან ტემპერატურა დაიკლებს