აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შეტანა დღეიდან შეუძლიათ | Allnews.Ge

აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შეტანა დღეიდან შეუძლიათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდა. 7 აგვისტოდან კი სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge.

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

myquiz