თბილისის 3 შენობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ | Allnews.Ge

თბილისის 3 შენობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეათვალიეროთ

თბილისი თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით გამოირჩევა, რაც სხვადასხვა კულტურის შერწყმის შედეგია. მიუხედევად ქალაქის პატარა მასშტაბებისა, ის ერთდროულად ახალ და ძველ შენობებს მოიცავს. თუმცა, ცოტამ თუ იცის წინა საუკუნეებით დათარიღებული ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა და დახვეწილი სადარბაზოების შესახებ, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში იმალება.

თბილისის მარგალიტი

აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ მიიპყროს ულამაზესმა ძველებურმა სახლმა და მისმა საუცხოო ჩუქურთმებმა. სიძველის მიუხედავად, სახლს არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა. საკმარისია ზღურბლს გადააბიჯოთ და მის სადარბაზოში შეიხედოთ და სრულიად განსხავავებულ, აქამდე უცნობ, სამყაროში აღმოჩნდებით.

სახლი მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. ერასტი ჭავჭანაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა გერმანლი ვაჭრის გალანტერეაში დაიწყო მუშაობა. ბიჭუნამ იმდენად შეაყვარა თავი მაღაზიის მფლობელს, რომ გერმაანიაში, ლაიფციგში გაუშვა სასწავლებლად.

როგორც იმ პერიოდის მდიდრული სახლებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ შენობის კედლებიც საუცხოოდ იყო მოხატული და გაფორმებული ოქროსფერი ორნამენტებით. ჭერიდან ანგელოზები დაგყურებენ, ხოლო კედლებზე “ვეფხისტყაოსნის” ცნობილი სცენებია გაცოცხლებული. აღსანიშნავია, რომ ილუსტრაციები ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიხედვითაა შექმნილი.

უნიკალური ვიტრაჟული სახლი ბეთლემის ქუჩაზე

თვალწარმტაცი ვიტრაჟული სახლი ბეთლემის ქუჩაზე ერთადერთი შენობაა ფერადი ფანჯრებით. ეს უნიკალური ანტიკვარული სახლი მე-19 საუკუნით არის დათარიღებული. ლამაზი ფანჯრების გარდა, სახლს ხის მოჩუქურთმებული აივანი ამშვენებს.

ყოფილი სასტუმრო "ლონდონი"

კლასიცისტური სტილის შენობა, რომელიც ახლანდელი ათონელის ქუჩის #31-ში მდებარეობს, ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს. სასტუმრო 1875 წელს გაიხსნა და ის ერთ-ერთი პირველი შენობა იყო, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, იმ დროისათვის საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროდ თვლებოდა. 1899 წელს, თბილისში ყოფნის დროს, სასტუმრო ”ლონდონში” ცხოვრობდა ცნობილი ნორვეგიელი მწერალი - კნუტ ჰამსუნი. 

თბილისში ყოფნის დროს იქ ცხოვრობდნენ პეტრე ჩაიკოვსკი, ტერენტი გრანელი და სხვა მრავალი გამოჩენილი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძე სასტუმროს რესტორნის ხშირი სტუმარი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს მეცენატმა ძმებმა შენობა ლაზარეთს დაუთმეს, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ სასტუმროს ფუნქციონირება აღარ გაუგრძელებია.

ლიკა ჭიღლაძე

 

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: The Hidden Treasure of Tbilisi’s Architecture - Inside 3 Remarkable Houses

myquiz