Gem fest-ის მონაწილე ახალგაზრდები ზუგდიდის საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამითაც გადაიყვანეს | Allnews.Ge

Gem fest-ის მონაწილე ახალგაზრდები ზუგდიდის საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამითაც გადაიყვანეს

განმუხურიდან და ანაკლიიდან Gem fest-ის მონაწილე ახალგაზრდები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამითაც გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, 6-დან ერთ-ერთს გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია აღენიშნება და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანარჩენი 5-დან კი ნაწილს მზისგან მიღებული დამწვრობა ჰქონდა, ნაწილი კი მსუბუქად იყო მოწამლული საკვებით. ყველა მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ასევე გაწერეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჰოსპიტალში ორი დღის წინ მოხვდა.

 

GEM Fest-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება არ შევიდეს

myquiz