აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შეტანა 7 აგვისტოდან შეუძლიათ | Allnews.Ge

აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების შეტანა 7 აგვისტოდან შეუძლიათ

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება გუშინ დასრულდა. 7 აგვისტოდან სააპელაციო განაცხადების შეტანის პროცესი იწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge

შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

myquiz