ზუგდიდის საავადმყოფოში GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს | Allnews.Ge

ზუგდიდის საავადმყოფოში GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ.

საავადმყოფოში მოთავსებულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. დღესვე, მსგავსი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც ასევე GEM FEST-ის მონაწილე იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

myquiz