საქართველოში ბორელიოზის შემთხვევებმა იმატა. ტკიპის ნაკბენის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს | Allnews.Ge

საქართველოში ბორელიოზის შემთხვევებმა იმატა. ტკიპის ნაკბენის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება, საქართველოში გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, თბილისში ბორელიოზის დაფიქსირების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი არ გვხვდება, თუმცა მიმართვიანობა ქალაქის შემოგარენში მოსახლეობის ხშირად გადაადგილებისა და დასვენების გამო გაიზარდა.

"საუბარია ღია სივრცეებში, მაგალითად, კუს ტბაზე, ლისის ტბაზე სეირნობასა და დასვენებაზე, სადაც ბევრი მწვანე საფარია, რომელიც ტკიპებისთვის ბუნებრივი გარემოს ქმნის. ბორელიოზი საქართველოსთვის ენდემური დაავადებაა, რომელიც ყოველთვის გვხვდებოდა. ადრე ამ დაავადების დიაგნოზები კლინიკურად ისმებოდა, ამჟამად, გაზრდილია ლაბორატორიული დიაგნოზის განსაზღვრის შესაძლებლობაც, რათა შემთხვევა სრულად იქნეს გამოკვლეული.

არსებობს დაავადების პრევენციის შესაძლებლობაც, ეს გამოიხატება დახურული ტანსაცმლის ჩაცმაში, ტკიპების აღმოჩენის მიზნით, ბუნებაში ყოფნის შემდგომ, სხეულის გულდასმით დათვალიერებასა და აღმოჩენის შემთხვევაში მათ უსაფრთხო მოშორებაში. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტკიპის ნაკბენი რისკიშემცველი არ არის, ანუ ყველა ტკიპით დაინფიცირება არ ხდება," - განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.

სპეციალისტის განმარტებით, ტკიპის ნაკბენის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ და შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროთ. მისი თქმით, ამჟამად, ტკიპის ბიოლოგიური აქტივობა შემცირებულია, -"

"თუ ნაკბენის სახით გაწითლებას შენიშნავთ, დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს.

ტკიპები აქტიურები არიან გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, როცა მათი გამოკვების პერიოდია. ახლა ტკიპის თავდასხმა ნაკლებად ხდება და ნაკლებადსაშიში პერიოდია თუმცა გამორიცხული არაფერია," - განმარტავს სპეციალისტი.

უნდა ვიცოდეთ, რომ ტკიპასთან დაკავშირებული დააავადება მხოლოდ ბორელიოზი არ არის. მწერს კიდევ რამდენიმე სხვა დაავადება გადააქვს. კერძოდ, ტულარემია, შავი ჭირი, ლისტერიოზი, ერიზიპელოიდი, პიროპლაზმოზი ცხოველებში და სხვა.

myquiz