2017 წლის ორ კვარტალში საქართველოში 2800-მდე ავარია მოხდა | Allnews.Ge

2017 წლის ორ კვარტალში საქართველოში 2800-მდე ავარია მოხდა

2017 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით სულ 2 794 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება.

ავარიების შედეგად მიმდინარე წლის ორ კვარტალში 233 ადამიანი დაიღუპა, დაზარალებულთა რაოდენობა კი 3 918-ს აღწევს.

როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, 2017 წლის პირველ და მეორე კვარტალში მომხდარი ავარიებიდან 83 სიმთვრალით იყო გამოწვეული.

2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

შეგახსენებთ, 2016 წლის განმავლობაში ქვეყანაში სულ 6939 ავარია მოხდა, დაიღუპა 581 ადამიანი, 9 951 კი დაზარალდა. მათგან 260 სიმთვრალით იყო გამოწვეული.

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ავარიების 2017 წლის სტატისტიკა