თბილისის 8 უბანი, რომელსაც ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება | Allnews.Ge

თბილისის 8 უბანი, რომელსაც ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია "თელასიდან" გვაცნობეს, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, ტოლენჯის, რატილის, წალენჯიხის, ამირეჯიბის, გეზათის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ქვის სახლის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, გედევანიშვილის, ახალუბნის და ნაქერალას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის და ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, დიდი ლილოს დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ტერენტი გრანელის, კოტე ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის (ნაწილობრივ), მამრაძის, ზაზიშვილის, გროზნოს, ქინქლაძის, ხათუნა დონდუას, 9 ძმის და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და წინამძღვრიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, ტყავის ჩიხის, კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, იერუსალიმის, აბოვიანის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და ტელეგრაფის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ჩიხის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.