სინოპტიკოსების პროგნოზი კვირის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ | Allnews.Ge

სინოპტიკოსების პროგნოზი კვირის ბოლომდე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

კვირის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს მონაკვეთებში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ALlnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო წვერავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის ცნობით, დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ტემპერატურა 27-32 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო კოლხეთის დაბლობზე 34-39 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში, დღეები უნალექოდ ჩაივლის, ხოლო ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში 33-38 გრადუსის ფარგლებში იქნება, - "ტემპერატურა ზოგიერთ დღეებში მეტნაკლებად მოიმატებს ან დაიკლებს, მაგრამ მთლიანობაში საშუალო ტემპერატურად 33-38 გრადუსი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო ბარში უნალექო ამინდები შენარჩუნდება," - განმარტავს ნინო წვერავა.

თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, 2-3 აგვისტოს 35 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება, 4 აგვისტოს კი ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს.

myquiz