01.08.2017 / 13:20
შრიფტის ზომა:

ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს

"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში 3 550 ბიჭი და 3 303 გოგო დაიბადა. ორივე სქესში ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის უცხოური ჭარბობდა, მაგალითად, ბიჭებში აზიზ, აღბუღა, ალიმ, ბაიბალა, ალბერტ, დანი, გენო, გიკა, და დომენიკი. ქართული იშვიათი სახელებიდან კი ბათუ, დევი, დუდუ, ელგუჯა, თეოდორი, ნერსე, სვიმეონი და შეთე გამოირჩეოდა.

რაც შეეხება გოგონებს, თბილისში დაბადებულებიდან თითო-თითო ბავშვს ათანასია, ალესანრა, ანე, ბეატა, გოგოლა, ევდოკია, კრავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია, ლილეანა და ნილა დაარქვეს.

Allnews.ge გთავაზობთ იშვიათ სახელებს რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, კახეთის რეგიონში წელს სულ 1269 ბიჭი და 1162 გოგო დაიბადა. ბიჭების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სახელების ჩამონათვალი კი ასეთია: ალავერდი, არბი, ბესი, გლახო, ვალი, თოლგა, ეტრო, ფელიქსი, შამილი, შმაგი და ხვიჩა. გოგონებში კი ანარა, ბაბალე, აფსანა, ბაბილინა, ბანუ, გაბილა, ესთერი, თეონიტა, მარისაბელი, ნანიტა, ნენე და სევდა.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, აქ თითო-თითო ბიჭს წლის დასაწყისიდან დღემდე არსენა, დაუთი, მარკოზი, ნარიმანი, როსტომი, უსეინი და შიო დაარქვეს, ხოლო თითო-თითო გოგონას მედინა, მზექალა და სიდონია.

ქვემო და შიდა ქართლიც იშვიათი სახელების სიმრავლით გამოირჩევა. მაგალითად, ბიჭების ნაწილს აქ გაგარინი, გაბრილი, გირშელი, გუმა, ზიადი, კულუ, ლევონი, მაკარი, მარატი, რენატი, ფირუზი, გურიკა, ეძიკა და ონო დაარქვეს. გოგონების ნაწილის სახელები კი ასე ჟღერს: დარია, დინარა, თალი, კესანე, ლალა, რენა, რიმა, როზა, სამაია, სონია, ცისია, ელიანურა, მარიზა, მინა, მინე, ნაიკო, ნიკე და უნა.

იშვიათი სახელებით დასავლეთ საქართველოც გამოირჩევა.

მაგალითად, აფხაზეთში, სადაც 763 ბიჭი დაიბადა, იშვიათ სახელებს შორის არის რომეო, სანი, ტიტე, ტიმოთე, ფარნავაზი, მამია, ლუდუკი და ნიკოლოზ რაფიელი. წელს დაბადებულ 742 გოგონას სახელებს შორის კი გვხვდება ანინე, ნისიმე, თებროლე, მანო, ლილუ ელიზაბეთი და ამინა.

აჭარის რეგიონი იშვიათ სახელებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. აქ ახალშობილებისთვის (2017 წელს 1 490 ბიჭი და 1 375 გოგო დაიბადა) დარქმეული სახელებიდან ძირითადად, აღმოსავლური წარმოშობის სახელები გვხვდება, თუმცა მათ შორის ქართული იშვიათი სახელებიცაა. ბიჭებს შორის წელს ყველაზე იშვიათი იყო ადრიანი, არიზი, ბაგრატი, გუგუა, დამიანე, დიეგო, ემრე, ენესი, ზავენი, ლუი, მერთი, მირანი, ონისე, რაინდი, პლატონი, ფაბიო, შიო-გურამი და ჯანი.

გოგონების ნაწილს კი აჭარაში დაარქვეს ანეტი, გაიანა, ვარდო, ზინა, ილარია, მარიცა, მითი, ნიდა, ნისა და ნუნექია.

გურიაში აჭარასთან შედარებით ბევრი იშვიათი სახელი არ გვხვდება, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც ამოვარჩიეთ. "სერვისების განვითარების სააგენტოს" მონაცემებით, ბიჭების იშვიათი სახელები ასე ჟღერს: დანილო, ვიტალიკი, კვირიკე, მამია, მარნელი, მიქაელ-მიშო, სანი და სამუელი, ხოლო გოგონების იშვიათი სახელები ასეთია: პელაგია, ელიფი, რინა და მატრონა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში წელს 392 ბიჭი და 363 გოგონა დაიბადა.

იმერეთში, სადაც წელს, 1 910 ბიჭი და 1814 გოგონა გაჩნდა, ბიჭების ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის მოხვდა ამიკო, ანატოლი, ანტონიო, ბაჩია, ბიჭიკო, დაუთი, დანტე, დემო, ენვერი, თადეოზი, იუზა, მამულო, რასული და ფინარი.

გოგონების ნაწილს კი იმერეთში ანისია, არინა, ენატა, თებე, თებეა, კასიანა, კირა, ლინე, მალო, მელიტა და ტაისია დაარქვეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 2017 წელს ბიჭების ნაკლებად ცნობილ სახელებს შორის ბასილი, ბუბა, ეგნატე, ჯამიკო და ჯიმშერი გამოირჩეოდა, ხოლო გოგონების ნაწილს ჯული და ნუკი დაარქვეს.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, სადაც ბევრი სახელი შეიძლება არც კი გეცნოთ, 956 ბიჭიდან ნაწილს აბესალომი, ათუკა, ბაკური, ბეჟო, გეგე, დანიილი, ედიკა, მექო, ნიკანდრე, სპარტაკი, ფელიქსი, ჯონდი, ჯუანშერი და ღვთისო დაარქვეს.

868 გოგონადან რამდენიმეს კი ამავე რეგიონში აზა, ანინა, გულნარა, აქსანა, ელიკო, ზინიკო, მატასი და სამანა ჰქვია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ისევე როგორც, მაგალითად, ქვემო ქართლში ბევრი არაქართველი ცხოვრობს, შესაბამისად, აქ ძირითადად, უცხოური სახელები ლიდერობს. რეგიონში ბიჭების ყველაზე იშვიათი სახელებია ავაგი, ალექსანი, ანდრანიკი, ედვარტი, ვარდი, ვაჰე, ვაჰანი, თუმასი, კარლენი, კარო, ნაირი, რუბო და შმაგი.

რაც შეეხება გოგონებს, მათ შორის გვხვდება არფინე, გიულნარა, ზიტა, თერეზა, მანე, მარუსია, ნუნე, სერინე, სონა,შუშანი და შუშანიკი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამ რეგიონში 2017 წელს 563 ბიჭი და 492 გოგო გაჩნდა.

იშვიათ სახელებს ცხინვალშიც არქმევენ, სადაც შობადობა ყველაზე დაბალია (102 ბიჭი და 95 გოგო). მაგალითად, ბიჭებს შორის მუშვიგი, მაქსიმე და ელგუჯა გვხვდება, ხოლო გოგონებს შორის სტეფანია, ირი და ელიფი ლარა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური სახელების ნაწილი ჩვენს ჩამონათვალში არ მოხვდა, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ისინი იშვიათ სახელებად არ მიიჩნევა.


მარიამ მენაბდიშვილი