შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა | Allnews.Ge

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია აღარ არის, შესაბამისად, ბანაობაც დაშვებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისათვის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებთან თეთრი ალმების აღმართვა მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის დროს სამშველო სამსახურის თანამშრომლებმა 46 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

myquiz