გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს | Allnews.Ge

გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს

ქალაქ გორში ახალშობილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ჩვილი ერთ-ერთ ქუჩაზე, ზეწარში გახვეული იყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

myquiz