ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე სროლა იყო | Allnews.Ge

ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე სროლა იყო

ბათუმში გვიან ღამით გრიბოედოვის ქუჩაზე სროლის ხმა იყო. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ტყვიისგან დაზიანებული ავტომობილი დახვდა. მისთვის უცნობია, არის თუ არა დაშავებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არ არის

myquiz