ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო | Allnews.Ge

ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, გუშინ ერთი ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ განაცხადა, მათგან ერთი მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირს თავდაპირველად ხაშურის კლინიკაში გაუწიეს სამედიცინო დახმარება, დღეს კი თბილისში კლინიკა "ლანცეტში" გადმოიყვანეს.

ამასთან, მომხდარ ფაქტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის.

myquiz