ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბი ჩამოინგრა | Allnews.Ge

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბი ჩამოინგრა

ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს.

გამგებლის ინფორმაციით, გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ.

მისივე თქმით, აღნიშნული პიროვნება თბილისში კლინიკა "ლანცეტში" გადმოჰყავთ.

myquiz