მომავალი კვირიდან ამინდი გაუარესდება | Allnews.Ge

მომავალი კვირიდან ამინდი გაუარესდება

მომავალი კვირის დასაწყისში სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დღეს, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ შიდა ქართლში, დაახლოებით 32-34 გრადუსი, ხოლო კახეთის ზოგიერთ რაიონში - 37-39 გრადუსი, თბილისში კი 38 გრადუსამდე დაფიქსირდება.

დღეს ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან წვიმა შესაძლოა ხვალ დღისითაც იყოს.

ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 გრადუსი, ხოლო კახეთში - 36 გრადუსი.

მომავალი კვირის დასაწყისშიც საქართველოში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებენ. აღმოსავლეთში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-36 გრადუსამდე იქნება.

myquiz