თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება | Allnews.Ge

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, სანზონის მცხოვრებლების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განაცხადეს, 27 ივლისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, თემქის დასახლება - IV მიკრო რაიონის №1, №2, №3, №3ა, №3ბ, №3გ, №3დ, №4, №5, №5ა-ში მცხოვრებ მოსახლეობასა და მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

"გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება დიდუბის რაიონის ნაწილსაც. ივლისს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირს №96-დან №142-ის ჩათვლით, დიმიტრი უზნაძის ქუჩა №48-დან №76/1-ის ჩათვლით, №79-დან №113ბ-ს ჩათვლით, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა №2, №3, №4, ორდე დგებუაძის, ჯანსუღ კახიძის, ლუი პასტერის, გია ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. "გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, ბუნებრივი აირი არც ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ექნება.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, აწყურის ქუჩა №4ა, №4ბ, გარე-კახეთის ქუჩა №4, №6 და შავი ზღვის ქუჩა №9, №11, №13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.

მათივე ცნობით, გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აწყურის, გარე-კახეთის, კახეთის შესახვევის, კოშკოვანის, სპანდარიანის, შირაქის, შორაპნის, ცუცხვათის, ძევერის კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

"გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.

myquiz