უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს | Allnews.Ge

უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს

უახლოეს დღეებში, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს.

დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 27-28 ივლისს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28-29 ივლისს დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 42ºC-ს მიაღწიოს.

მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.

myquiz