მომხმარებელი.ჯი-ს ცნობით, ხორცში, რძეში და ყავაში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა | Allnews.Ge

მომხმარებელი.ჯი-ს ცნობით, ხორცში, რძეში და ყავაში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

2012-2017 წლებში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის დარღვევის 63 შემთხვევა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის მონაცემებს მომხმარებელი.ჯი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა საქონლის ხორცის შემთხვევაშია დაფიქსირებული. საქონლის ხორცში ზედმეტი ტყვიის შემცველობა ფიქსირდება იმერეთში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ტყვიის შემცველობის ნორმა ასევე დარღვეული ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, თევზის, რძის, ყავის, კვერცხის, მარილისა და ჭარხლის შემთხვევაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმაა 0.10მგ/კგ-ია. ნორმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.36მგ/კგ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

აჭარაში საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმაა 0.5მგ/კგ-ია, აქ ყველაზე მაღალი დარღვევა 1.80მგ/კგ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღორის ხორცში ტყვიის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევის ფაქტს, იმერეთში შემოწმებულ ღორის ხორცში ტყვიის შემცველობამ 0.26 მგ/კგ შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირუტყვი უკრაინიდან იყო შემოყვანილი.

ფრინველის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმის (0.10მგ/კგ) დარღვევა სამეგრელო- ზემო სვანეთში დაფიქსირდა და დარღვევამ 0.24მგ/კგ შეადგინა.

თევზში ტყვიის შემცველობის ნორმა 1.0მგ/კგ-ია, დარღვევის ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა და 1.63მგ/კგ შეადგინა.

რძეში ტყვიის შემცველობის ნორმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით 0.020მგ/კგ-ია, ამ კუთხით დარღვევა აჭარასა (0.05მგ/კგ) და იმერეთში (0.03მგ/კგ) დაფიქსირდა.

კვერცხში ტყვიის შემცველობის ნორმის (0.5მგ/კგ) დარღვევის ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა და 0.52მგ/კგ შეადგინა.

როგორც მომხმარებელი.ჯი წერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეაგირების სახით ყველა ზემოთ აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით ეცნობა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, გამოვლენილი დარღვევის არეალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მძიმე მეტალით დაბინძურების პოტენციური წყაროებისა და გარემოს დაბინძურების საზღვრების შესწავლით მიზნით.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილობით მიღებული პასუხის შესაბამისად, სამინისტრო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას შესაძლო დაბინძურების წყაროების დადგენის მიზნით.

დარღვევა ასევე აღმოჩდა თბილისში, მარილში ტყვიის შემცველობაზე.

სეს-ს ცნობით, მარილში ტყვის შემცველობის ნორმაა 2.0მგ/კგ, თბილისში ნორმის დარღვევა კი 3.2მგ/კგ იყო. რეაგირების სახით ბიზნესოპერატორის დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა. იხილეთ გაგრძელება

myquiz