მომხმარებელი.ge კარფურში შეძენილ ტკბილეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

მომხმარებელი.ge კარფურში შეძენილ ტკბილეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7 ივლისს მომხმარებელი.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია შპს "ვასაძის პურისა" და შპს "ჯეო ბეიკერსის" ტკბილეულის თაობაზე, რომლებსაც ნავთობპროდუქტების არომატი ჰქონდა. გთავაზობთ კარფურში შეძენილი ტკბილეულის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

"2017 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა დაფარული საჩივარი გმოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა თბილისი მოლში მდებარე მაღაზია კარფურში გასაყიდი ნამცხვრების შემომწმება.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 27 ივნისს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში შევიძინეთ ორი პროდუქტი "სანდომი ვაფლი" და "GEO BACKERS პეჩენია". ორივე პროდუქტი მივიტანეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტს, პეჩენიასაც და ვაფლსაც აღენიშნება სიძველის გემო და, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტების არომატი.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

2017 წლის 10 ივლისს კომპანია "სანდომი"-სგან (შპს "ვასაძის პური") მივიღეთ წერილი:

ფირმა "სანდომის" წერილის საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ ორგანოლეპტიკური კვლევები ოფიციალურად არის დანერგილი ლაბორატორიებში და ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს ამ მეთოდისათვის, მაშინ როდესაც პროდუქტის ნაკლის აღმოჩენა ამ მეთოდითაც შესაძლებელია. შესაბამისად, ჩვენ არა გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ლაბორატორიის დასკვნებში. მოცემული ფაქტის შესახებ ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც შევატყობინეთ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მაღაზიაში, ისე პროდუქტების წარმოებებში არსებული პირობები. დაველოდებით სააგენტოს ქმედებებს, რაც იმედია მეტ ნათელს მოჰფენს იმას, თუ რამ გამოიწვია პროდუქტების სამომხმარებლო თვისებების შეცვლა.

2017 წლის 21 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, სააგენტოს მიერ ფირმების შპს "ვასაძის პური" და შპს "ჯეო ბეიკერსი" შემოწმების შედეგეზე. წერილიდან ირკვევა რომ სააგენტოს მიერ საწარმოებში განხორციელებული კონტროლისას არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რაც საწარმოების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული.

რაც შეეხება მაღაზია კარფურის შემოწმებას, ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ გამოუგზავნია. გაიგზავნა წერილი სააგენტოში, განმარტების მოთხოვნით, თუ რატომ არ მოხდა კარფურის შემოწმება." - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz