ისლანდიაში გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა | Allnews.Ge

ისლანდიაში გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა

ისლანდიაში ჩანჩექერზე გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები გუშინ საღამოს შეწყდა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ისლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ განუცხადა.

ელჩის განმარტებით, სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზი დასახელებული არ არის.

"ვფიქრობთ, რომ სამუშაოების შეწყვეტა გონივრული ვადის ამოწურვამ გამოიწვია. სამუშაოები სავარაუდოდ, განახლდება მიმდინარე კვირის ბოლოს და სხვა რეჟიმში გადაინაცვლებს. მდინარეზე რამდენიმე ადგილას განთავსებულია შემაკავებელი ბადეები, რომლებიც ისევ ადგილზეა. თუ ნიკა ბეგაძის აღმოჩენა მათი საშუალებით მოხდება, შეგვატყობინებენ," - აცხადებს გიგი გიგიაძე.

ელჩის თქმით, სამძებრო სამუშაოები ისლანდიაში უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, 19 ივლისს მოხდა.

 

myquiz