ივლისის თვის ბოლო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

ივლისის თვის ბოლო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

24 და 25 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა მოვიდეს სეტყვა. აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ მიაწოდა.

ამ დღეებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 26-28ºC, აღმოსავლეთ საქართველოში - შიდა ქართლში 28-30ºC, ქვემო ქართლსა და კახეთში 30-დან 35ºC-მდე, დედაქალაქში კი 31-33ºC-ია მოსალოდნელი.

26-დან 29 ივლისამდე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. თუმცა, 29-დან თვის ბოლომდე, კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 26-28 გრადუსს გაუტოლდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის კლება 31 ივლისსაა მოსალოდნელი.

myquiz