ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა წელს აღარ დაიწყება | Allnews.Ge

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა წელს აღარ დაიწყება

მიმდინარე წელს თბილისში ვაშლიჯვრისა და მარშალ-გელოვანის გამზრისი დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა აღარ დაიწყება.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ესტაკადაზე უფრო პრიორიტეტული უწყებისთვის სხვა პროექტებია, მათ შორის პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, შესაბამისად, ესტაკადის მშენებლობა წელს ვერ განხორციელდება, - "წლევანდელი პროექტების ნუსხაში ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი არ გვიდევს, თუმცა მომდევნო პერიოდში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ესტაკადის ტექნიკური პროექტი მომზადებულია, მას ექსპერტიზა უკვე გავლილი აქვს,"-განმარტა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ თბილისში ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა ამჯერად, პროექტის განხორციელების ვადებმა გადაიწია.

myquiz