აღმაშენებლის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე ინციდენტი მოხდა | Allnews.Ge

აღმაშენებლის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე ინციდენტი მოხდა

აღმაშენებლის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე ინციდენტი მოხდა. "ქართული მარშის" მხარდამჭერებმა "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეებს კვერცხები, წყლის ბოთლები და ცოცხები ესროლეს. რამდენიმე ადამიანი სკანდირებდა "მოღალატე".

ინციდენტი რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა "ევროპული საქართველოს" მარშის მონაწილეებმა გზა განაგრძეს და შემთხვევა რაიმე სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

myquiz