რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა | Allnews.Ge

რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონის #10 -ში ხანძარია. ცეცლხლი აივანს გაუჩნდა და საცხოვრებელ სახლს მოედო.

შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. როგორც ბინის მეპატრონეები აღნიშნავენ, სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ზედა სართულიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ეკიპაჟები. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

myquiz