დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით | Allnews.Ge

დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით

დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

"დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღეს და ხვალ არ მოიმატებს. კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 25-27 გრადუსი, სანაპირო რაიონებში 23-24 გრადუსი", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, 23-24 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, 36-დან 38 გრადუსამდეა მოსალოდნელი, შიდა ქართლსა და თბილისში მოსალოდნელია დაახლოებით 34-36 გრადუსი. დროგამოშვებით თბილისშიც გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

myquiz