გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა | Allnews.Ge

გორში, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

გორში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განაცხადეს, ბავშვს აღენიშნება ქალა-ფუძის დაზიანება და გატეხილი აქვს ლავიწის ძვალი. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, 6 წლის ბავშვი ნევროლოგის, ტრავმატოლოგის და რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 6 წლის ბავშვი გადმოვარდა. თავდაპირველად ის გორის საავადმყოფო ”გორმედიში” გადაიყვანეს, შემდეგ კი მისი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოყვანა გახდა საჭირო.

myquiz