ვანო ზოდელავას ტრეპანაცია ჩაუტარდა | Allnews.Ge

ვანო ზოდელავას ტრეპანაცია ჩაუტარდა

თბილისის ყოფილ მერს ვანო ზოდელავას "ნიუ ჰოსპიტალში" გუშინ ტრეპანაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ვანო ზოდელავა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ვანო ზოდელავა ავარიაში 21 ივლისს მოყვა. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz