ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს | Allnews.Ge

ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს

ისლანდიაში დაკარგული 22 წლის ქართველის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილი 22 წლის ნიკა ბეგაძეს ადგილობრივი პოლიცია უკვე მეოთხე დღეა ეძებს. სამძებრო ღონისძიებებში ნიკა ბეგაძის მეგობრებიც არიან ჩართული. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების ინფორმაცით, ნიკა ბეგაძე მეორე წელია, რაც ისლანდიაში ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ის ქალაქ რუსთავიდანაა.

ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა. ახლობლების თქმით, ჩანჩქერთან დატოვებულ მანქანაში, რომელიც ბეგაძის მეგობარს ეკუთვნოდა, დამტვრეული მობილური ტელეფონი ნახეს. სამძებრო სამუშაოები როგორც ჩანჩქერში, ასევე ტყეში და ნაპირზე მიმდინარეობს.

ოჯახის ახლობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მას არც პირადი და არც ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა.

myquiz