საგარეო საქმეთა სამინისტრო ისლანდიაში დაკარგული ქართველის შესახებ განცხადებას აკეთებს | Allnews.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო ისლანდიაში დაკარგული ქართველის შესახებ განცხადებას აკეთებს

ისლანდიაში დაკარგული ქართველის ნიკა ბეგაძის ძიება გრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო დაკარგულის ოჯახთან კონტაქტზეა.

"საელჩო დაუკავშირდა ისლანდიის ძებნისა და სამაშველო ღონისძიებების ასოციაციას (ICE-SAR), სადაც განაცხადეს, რომ ნიკა ბეგაძე, დაბადებული 1995 წლის 24 მაისს, რუსთავში, 19 ივლისს, 17:00 საათამდე შევიდა გულფოსის ჩანჩქერში, რის შემდეგაც ითვლება დაკარგულად. მათივე განცხადებით, უკვე აღარ არის იმედი, რომ მოხდება მისი ცოცხლად პოვნა, თუმცა ძიება გრძელდება", - აცხადებენ სამინისტროში.

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებს. ისლანდიური მედიასაშუალება RAV-ის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. პოლიცია აღნიშნულ საქმეს, როგორც უბედურ შემთხვევას იძიებს.

myquiz