თიანეთში მკვლელობა მოხდა | Allnews.Ge

თიანეთში მკვლელობა მოხდა

თიანეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს დადგენილი ჰყავთ და ამჟამად შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

myquiz