ოზურგეთში, მდინარეში მანქანის გადავარდნის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა | Allnews.Ge

ოზურგეთში, მდინარეში მანქანის გადავარდნის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, მდინარეში მანქანა გადავარდა, შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა.

როგორც გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ, კახაბერ ვასაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მანქანაში ორი ახალგაზრდა ბიჭი იმყოფებოდა.

"ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა და როგორ გადავარდა მდინარეში მანქანა. ჩემთვის ცნობილია, რომ ორივე ცდილობდა მანქანის გადმობრუნებას, მაგრამ ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა", - განაცხადა კახაბერ ვასაძემ.

სოფელ თხინვალის მცხოვრებლები კი აღნიშნავენ, რომ გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად სოფლის მდინარე ადიდებული იყო და ახალგაზრდა ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა.

myquiz