ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურება | Allnews.Ge

ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურება

სტამბულში მესამე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც სავარაუდოდ სტამბულის ახალ აეროპორტს დაარქმევენ. ახალი აეროპორტის მშენებლობა გეგმის თანახმად 2018 წლისთვის უნდა დასრულდეს. ის ათათურქის აეროპორტს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დროისთვის ევროპის მასშტაბით სიდიდით მესამე აეროპორტია. ახალი აეროპორტის გახსნის შემდეგ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურება.

თურქეთის ხელისუფლების განმარტებით, ათათურქის აეროპორტი არსებული მოთხოვნებისთვის საკმარისი აღარ არის. სტამბოლის ახალი აეროპორტის მშენებლობა ათათურქის აეროპორტის სიახლოვეს მიმინარეობს, რაც ორივე მათგანის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის. პირველ ეტაპზე ის წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მიიღებს, სრულად ამოქმედების შემდეგ კი ახალ აეროპორტს 150 მილიონი მგზავრის უზრუნველყოფა შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უდიდესი აეროპორტი გახდება.

myquiz