10 ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები აკლდებათ | Allnews.Ge

10 ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები აკლდებათ

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 11 ივლისის ჩათვლით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ 18 403 საჯარიმო ქვითარი გამოწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდარღვევებს შორის განსაკუთრებით რამდენიმე მათგანი ჭარბობდა, რომელთა გამოც მოქალაქეებმა 5-დან 25 ქულამდე დაკარგეს:

1. მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის, ასევე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის გამო, გამო საპატრულო პოლიციამ 4 779 საჯარიმო ქვითარი გამოწერა. შედეგად, მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა დააკლდათ;

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო 3 216 მოქალაქე დაჯარიმდა, რომელთაც ასევე 5 ქულა ჩამოაკლდათ;

3. ავტომობილის მართვის დროს, მძღოლის მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დარღვევაა და ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან პირველი 11 დღის განმავლობაში, ამის გამო პოლიციამ 2 566 მოქალაქე დააჯარიმა და მართვის მოწმობაზე 15 ქულა დააკლო;

4. უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო 2024 მოქალაქე დაჯარიმდა. მათ მართვის მოწმობაზე 10 ქულა დაკარგეს;

5. 11 დღის განმავლობაში მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების დარღვევის 1566 ფაქტი დაფიქსირდა და ამავე რაოდენობის მოქალაქეს 15 ქულა დააკლდა;

6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების დარღვევის, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობის შეფერხების, გარდა ამისა, ამკრძალავი ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობის, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობის შედეგად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვისი ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანების გამო საპატრულო პოლიციამ 807 საჯარიმო ქვითარი გამოწერა და მძღოლებს 25-25 ქულაც ჩამოაკლო.

7. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევის გამო კი 654 მძღოლი დაჯარიმდა.

8. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, მისაბმელი მოწყობილობა, ფარები, უკანასაგაბარიტო ან მინის საწმენდი მექანიზმი დღე-ღამის ბნელ დროს, წვიმის ან თოვლის დროს მწყობრიდანაა გამოსული ან თუ დარღვეულია ძრავი კვების სისტემის ჰერმეტულობა, ჩვენს 529 თანამოქალაქეს მართვის მოწმობის 5 ქულად დაუჯდა.

9. ისეთი ავტომობილის მართვის გამო, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება ან  მფლობელის მიერ სხვა პირისთვის ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის მიზეზით პოლიციამ 315 საჯარიმო ქვითარი გამოწერა და მძღოლებს 15 ქულაც დააკლო.

10. მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის (15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) გადაჭარბება, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვისი ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება 247 მძღოლს 10 ქულად დაუჯდა.

myquiz