ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს
ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ.
როგორც "ინტეპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.