თათია დოლიძის საქმეზე გია კორკოტაშვილი დაიკითხა | Allnews.Ge

თათია დოლიძის საქმეზე გია კორკოტაშვილი დაიკითხა

"ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზარტორმა გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა.

კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის კომენტარს ამ დროისთვის ვერ გააკეთებს.

გია კორკოტაშვილი დაკითხვაზე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე იყო დაბარებული. ის საგამოძიებო უწყებაში 2 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

myquiz