იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი გამოკითხეს | Allnews.Ge

იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი გამოკითხეს

იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი გუშინ დიღმის პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს. როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვაზე მას მარტივი კითხვები დაუსვეს მუქარასთან დაკავშირებით. "გამომძიებლებს ჰქონდათ ძალიან მარტივი კითხვები, მუქარასთან დაკავშირებით თუ ყოფილა ოდესმე ზარები. მსგავსი ფაქტები ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა. მსუბუქად ჩაიარა დაკითხვამ, ძალიან ზრდილობიანად გვესაუბრნენ. ალბათ ცოტა ხანში ემზარ კვიციანის დაკითხვაც იგეგმება. უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარს ეკუთვნის, ვიდრე მე.

"მე გამოძიების იმედი ყოველთვის მაქვს, შეიძლება მთელი ცხოვრება მქონდეს გამოძიების იმედი. გამოძიება არ არის არის დაწყებული. ეს არის ზედაპირული გამოკითხვაა ამ თემებთან დაკავშირებით. გამოძიება დაიწყება თუ არა, ეს უკვე სამართალდამცველების გადასაწყვეტია", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, ხომ არ განხორციელებულა რაიმე სახის კონტაქტი ვანო ჯავახიშვილთან, ხომ არ განხორციელებულა მასზე მუქარა, გარდა პოსტისა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"რეალურად გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. ეს გამოჩნდება ალბათ მას შემდეგ, რაც ემზარ კვიციანი იქნება გამოძახებული ან მას გაესაუბრებიან პოლიციის თანამშრომლები და გადაამოწმებენ, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა ის, როდესაც ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობას ახსენებდა", - განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

myquiz