რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ჰიბრიდული ავტომობილის ყოლა | Allnews.Ge

რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ჰიბრიდული ავტომობილის ყოლა

საქართველოში ბოლო წელია ჰიბრიდული ავტომობილები განსაკუყთრებით პოპულარულია. იაპონური ბრენდის ჰიბრიდის, Toyota Prius-ის ლიდერობას თბილისის ქუჩებშიც შეამჩნევთ, რასაც ავტოიმპორტიორებიც ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 2007-2009 წლის მოდელები იყიდება, რომელთა ფასი დაახლოებით 4 000$-ია. ეს მოდელები 100 კილომეტრზე 5 ლიტრ საწვავს მოიხმარენ.

2017 წელს გაყიდვების ლიდერი LEXUS-იც იყო. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა ამ ბრენდის 350 ჰიბრიდი განაბაჟეს.

ავტოიმპორტიორთა თქმით, პოპულარული მცირე ზომის ავტომობილი, LEXUS CK-200-ია. რომლის სალონიც ძალიან გავს TOYOTA PRIUS-ს, თუმცა სპეციალისტების თქმით, ის შედარებით მაღალი კლასის ავტომობილია. CK 200-ის საბაზრო ფასი 8 000$-დან 10 000$-მდეა და 100 კილომეტრზე დაახლოებით 5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

გარდა ჩამოთვლილი ბრენდებისა, ჰიბრიდულ ავტომობილებში მნიშვნელოვანი წილი HONDA-ს მარკის ავტომობილებსაც უჭირავთ. პირველ ადგილს ჩამონათვალში HONDA FIT-ი იკავებს. ამ ავტომობილში 2011-2014 წლის გამოშვებები ლიდერობს.

საქართველოში FORD-ი ყოველთვის გავრცელებული ავტომობილი იყო, შესაბამისად, მისი ჰიბრიდიც პოპულარული გახდა. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ქვეყანაში FORD-ის 165 ჰიბრიდი ჩამოიყვანეს. კერძოდ, გაყიდვადი FORD ESCAPE-ია, რომელსაც ქალაქის ქუჩებშიც ხშირად შეამჩნევთ.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, მიმდინარე წელს, საქართველოში 54 HYUINDAI-ს ჰიბრიდი ჩამოიყვანეს, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით, მალე დიდ პოპულარობას მოიპოვებს, რადგან კომფორტულია და სხვა მაღალი კლასის ავტომობილებთან შედარებით ხელმისაწვდომია. HYUINDAI-ს ჰიბრიდი SONATA-ს,  საბაზრო ფასი 7 000$-დან 8 000$-მდეა. ავტომობილი დაახლოებით 7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ჩამოთვლილ ავტომობილებთან ერთად პოპულარობით კორეული ბრენდი KIA-ც სარგებლობს. 2017 წელს ამ მარკის 28 ავტომობილის განბაჟება მოხდა. KIA OPTIMA-ს თითქმის, HYUINDAI SONATA-ს მსგავსი მონაცემები აქვს და 100 კილომეტრის გასავლელად დახლოებით, 7 ლიტს საწვავს მოიხმარს. მისი ფასი კი საშუალოდ 7 000$-ია.

ავტოიმპორტიორები განმარტავენ, რომ მათი ბაზრის 50% წელს ჰიბრიდულმა ავტომობილებმა დაიკავეს და ამ ტენდენციის ზრდას მომავალშიც ელოდებიან. ამისი მიზეზი კი რეგულაციებია, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან დაწესდა და ჰიბრდული ავტომობილების განბაჟებისთვის აქციზის გადასახადის 3-ჯერ შემცირებას გულისხმობს.

myquiz