დღეიდან გაზი გაძვირდა | Allnews.Ge

დღეიდან გაზი გაძვირდა

-თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, ნახევარი თეთრით გაუძვირდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო, რომელზეც სემეკმა "ყაზტრანსგაზ თბილისისს" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები დაუდგინა.

აქამდე მოქმედი ტარიფი დედაქალაქის მოსახლეობისთვის 1 კუბურ მეტრზე დაახლოებით, 45.620 თეთრი იყო, ამჯერად კი სემეკმა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრი დაადგინა (დღგ-ს ჩათვლით).

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ყაზახური სს "ყაზტრანგაზის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტ აბონენტს ემსახურება.

დადგენილი გაზის ტარიფები ძალაში 20 ივლისიდან შედის და 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

myquiz