19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი დააკავეს | Allnews.Ge

19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი დააკავეს

თბილისში 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

შსს არ აკონკრეტებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოკლული გოგონას, ანა ხელაძის ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გოგონა თბილისში დეიდის სახლში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

myquiz