თათია დოლიძის გამოკითხვა გუშინ ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა | Allnews.Ge

თათია დოლიძის გამოკითხვა გუშინ ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა

თათია დოლიძემ თბილისის მთავარ სამმართველოს შენობაში ხუთსაათნახევრი დაჰყო. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

შსს-მ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო. თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

არ არის გამორიცხული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მთავარ სამმართველოში ის პირებიც დაიბარონ, რომლებიც დოლიძის მისამართით შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. ასევე უცნობია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა თავად თათია დოლიძემ გამოძიებას.

myquiz