თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების მუქარაზე პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" ორგანიზატორების მუქარაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ მის სტატუსზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამოხმაურების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

Allnews.ge დაინტერესდა აპირებს, თუ არა თათია დოლიძე ქართული მარშის ორგანიზატორების წინააღმდეგ საჩივრის შეტანას. დოლიძის განმარტებით, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კონსულტაციების გავლას გეგმავს.

"როგორც უკეთესი იქნება ქართული საზოგადოებისთვის და ქართველი ქალებისთვის ისე მოვიქცევი.

ეს საკითხი კარგად არის გასარკვევი, იმიტომ რომ ჩვენი კანონის მიხედვით, თუ სიძულვილის ენისა და ზოგადად მუქარის ადრესატს არ უჩნდება მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, ქმედება არ არის დასჯადი. სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ქალი ბულინგის მსხვერპლი ხდება"-განმარტა თათია დოლიძემ.

დოლიძის თქმით, სწორედ ამის გამო, არ იცის, რამდენად ღირს აღნიშნული ქმედების წინააღმდეგ სამართლებრივი გზით ბრძოლა, თუ კანონი არ იძლევა ამის საშუალებას.

 

myquiz