საქართველოში ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს | Allnews.Ge

საქართველოში ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს

საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს.

მისივე თქმით, თბილისში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება, ხოლო 17-18 ივლისს შესაძლოა ტემპერატურამ 35 გრადუსამდე მოიმატოს.

"დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება 30-დან 35 გრადუსამდე.

17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც ", - აღნიშნა გვაზავამ.

myquiz