26 ივლისიდან "ახალი ქსელების" ინტერნეტისა და ტელეფონის მომსახურებაში ცვლილებები ამოქმედდება | Allnews.Ge

26 ივლისიდან "ახალი ქსელების" ინტერნეტისა და ტელეფონის მომსახურებაში ცვლილებები ამოქმედდება

26 ივლისიდან ახალი ქსელების მომსახურებაში ახალი ცვლილებები ამოქმედდება. Allnews.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ინტერნეტისა და ტელეფონის მომსახურეობის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ძალაში შედის 2017 წლის 26 ივლისიდან:

 - იცვლება გადახდის წესი და ყველა აბონენტი გადადის წინასწარი გადახდის სქემაზე - მომსახურება გაითიშება ბალანსზე თანხის ამოწურვისთანავე

- წინა თვის ტელეფონის საუბრების გადახდის ბოლო თარიღი 25 რიცხვის ნაცვლად განისაზღვრება 3 რიცხვით

 - მომსახურების გადაუხდელობის გათიშვის შემთხვევაში, სერვისის კვლავ გასააქტიურებლად საჭიროა 1 თვის სააბონენტო თანხის წინასწარ გადახდა

- მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც ასახავს ახალ პირობებს: ინტერნეტის ხელშეკრულება - 8.1.1.; 9.2.1. ა) და ბ) და ტელეფონიის ხელშეკრულება - 5.3, 5.4, 5.5, 5.6" - ნათქვამია განცხადებაში.

ხელშეკრულებები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

myquiz