ქართული საბავშვო ანსამბლის წევრები თურქეთში ავარიაში მოყვნენ | Allnews.Ge

ქართული საბავშვო ანსამბლის წევრები თურქეთში ავარიაში მოყვნენ

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ "ლამპრების" წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.

"არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, სადაც 7 ბავშვი იმყოფება. ჩვენი სხვა თანამშრომლები გაყოფილები არიან და საბოლოო მონახაზი, ალბათ, ცოტა ხანში გვექნება", - განაცხადა ბერიაშვილმა.

 

თურქეთში დაშავებული ქართული საბავშვო ანსამბლის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ცნობები ვრცელდება

myquiz