სინანულის ვგრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე - ფოტორეპორტაჟი ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესიდან | Allnews.Ge

სინანულის ვგრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე - ფოტორეპორტაჟი ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესიდან

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხე. როგორც მოსამართლე რომან ხორავამ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო.

დუმილის უფლებას, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე თბილისის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ განაცხადა.

ამასთან, აბესაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და ოჯახს, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა.

სინანულის ვგრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე

დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

myquiz