დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ტკიპების შესახებ განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ტკიპების შესახებ განმარტებას აკეთებს

ზაფხულია, ამ დროს ტკიპები არიან, მათ შორის იქ, სადაც წყალსატევებია, პანიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლისის ტბაზე ტკიპებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ზაფხულია, ამ დროს ტკიპები არიან, მათ შორის იქ, სადაც წყალსატევებია, ეს ტკიპები არ არიან მნიშვნელოვანი დაავადებების გადამტანი და არავითარი პანიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.