თბილისში რამდენიმე მონაკვეთზე საცობია | Allnews.Ge

თბილისში რამდენიმე მონაკვეთზე საცობია

თბილისში რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა გადატვირთულია. საცობებია ნუცუბიძის პლატოს ჩამოსასვლელებთან, თამარაშვილის ქუჩაზე, გაგარინის მოედნიდან აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ასევე ორივე სანაპიროზე და გმირთა მოედანზე.

მოძრაობა გადატვითულია კოსტავას გამზირზე, დოლიძის ქუჩასა და პეკინზე. გადაადგილება ასევე გართულებულია იუსტიციის სახლთან, ბარათაშვილის ხიდსა და ქეთევან დედოფლის გამზირზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, რიგ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან და შესაბამისად, მოძრაობის დარეგულირება არ ხერხდება.

გარდა ამისა, მოქალაქეების ინფორმაციით, გადატვირთულია მეტროპოლიტენის პირველი ხაზი, სადაც ვაგონები მგზავრებისგან გადავსებულია.

myquiz